კაცობრიობას დედამიწაზე ბუნებისა და მისი კომპინენტებისგან იზოლირებული არსებობა არ შეუძლია. ადამიანზე ბუნება მუდმივად მოქმედებს 5 ძირითადი ფაქტორით. ესენია:
- კლიმატური;
- მინერალური;
- წყლისა;
- მიწისა;
- ბიოლოგიური.

ბუნება და ადამიანი . ადამიანი და ბუნება .
ღმერთის ორი შედევრი.
ორი მარადიული საოცრება-მშვენიერი და ამოუხსნელი. ისინი ერთმანეთით ხარობენ, ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთს ტანჯავენ და ეს ტანჯვაც ისეთივე ლამაზი და ძნელად შესაცნობელია,როგორც ის დიადი,უნაპირო და უძირო საიდუმლო,რომელიც მათშია განფენილი.
ბუნება უფლის სიბრძნითაა დახუნძლული და გასხივოსნებულია. ამ სიბრძნის შეცნობადა გათავისება ადამიანის ამქვეყნად არსებობის მიზანი და გამართლება. რაც უფრო ღრმად შეხვალ ამ სიბრძნის ლამაზად დაბინდულ სიღრმეებში , მით უფროძნობ უფლის სიდიადეს თუ სამყაროს მშვენიერებას.
ბუნებისა და ადამიანის კავშირი- ესაა ურთიერთობა სიყვარულისა და სიცოცხლისა. სიცოცხლე და სიყვარული - სასწაულთა სასწაულია, უერთმანეთოდ მათ ვერ წარმოიდგენ, როგორც ცასა და დედამიწას. მათი ხიბლი ღმეთრკაცებისთვისაც კი ძნელიდ გადმოსაცემი ხმებითა და სიჩუმით არსებობს ბუნებისა თუ ადამიანიში.
No comments:
Post a Comment